saqarTvelos mdinareebi - dexva
ტერიტორიული ერთეულები | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
სათავე | დაგვის ქედი |
სიგრძე | 14 კმ |
აუზის ფართობი | 41 კმ² |
მდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს დაგვის ქედის დასავლეთ ფერდობიდან (მთა ქვაკვერცხა), ზღვის დონიდან 1120 მ. შავი ზღვას ერთვის მდინარე კინტრიშთან ახლოს სამხრეთით. სიგრძე დაახლოებით 14 კმ, ხოლო აუზის ფართობი 41 კმ2-ია, ვარდნა 16,3 მ.კმ. ახასიათებს ხანმოკლე წყალდიდობა შემოდგომაზე თავსხმა წვიმების გამო და გაზაფხულზე თოვლის დნობის შედეგად, გააჩნია საკმაოდ ღრმა ხეობა ზემო წელში, აგრეთვე ხასიათდება ჩანჩქერებით.